გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: „მეტი სითამამე გვჭირდება“

მძიმე სტარტის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ სათამაშო სქემაში საკუთარ ადგილს ეტაპობრივად პოულობს, რისი დასტურიც საფრანგეთის ლიგა 1-ის XV ტურის შეხვედრა გახლდათ, სადაც 24 წლის ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ ლამაზი გოლი გათამაშების ლიდერ „პარი სენ-ჟერმენს“ გაუტანა. მატჩის დასრულებისთანავე, მედიის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში „ოლიმპიკის“ ფეხბურთელებიდან ბუნებრივია ერთადერთი გოლის ავტორი მოექცა, რომელმაც მოკლე, თუმცა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გიორგი მიქაუტაძე

არ ვფიქრობ, რომ საქმე კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს. უბრალოდ, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც რეალურად შეგვიძლია და მეტი სითამამე გვჭირდება, რისი გაკეთებაც არ გამოგვივიდა, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში. შესვენების შემდეგ თითქოს ფეხბურთის თამაშს თავი დავანებეთ და მეტოქეს როგორც ბურთი, ასევე ინიციატივა დავუთმეთ. ასეთი კალიბრის მოწინააღმდეგე კი მსგავს შეცდომებს არასოდეს გაპატიებს.

15 ტურის შემდეგ დაგროვებული 25 ქულით „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე კი, 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთისგან შორს არის - დაძაბულობა პსჟ-ლიონის წინ
ფეხბურთისგან შორს არის - დაძაბულობა პსჟ-ლიონის წინ