სჯობს პროფესიონალად დარჩე - ვინისიუსს ისევ პრობლემები აქვს
„რეალის“ მატჩების დროს, სამეფო გუნდის მეტოქეების გულშემატკივრები განსაკუთრებული აგრესიით ვინისიუს ჟუნიორის მიმართ გამოირჩევიან, რის გამოც ეს უკანასკნელი სკანდალში ხშირად ეხვევა. მის მიმართ არსებული პროვოკაციების შემთხვევაში, ბრაზილიელს თავის შეკავება უჭირს და ამჯერადაც ასეთი რამ მოხდა.
ვინი „რაიო ვალეკანო“ – „რეალის“ (3:3) მადრიდულ დერბიში ცვლილებაზე მეორე ტაიმში ჩაერთო, თუმცა არბიტრთან კამათისთვის ყვითელი ბარათის მიღება მაინც მოასწრო, რის გამოც „ვალეკასის“ პუბლიკის მხრიდან გამაყრუებელი სტვენისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენა უწევდა. ყოველივე ამის გამო, საფინალო სასტვენის შემდეგ, მისი მიმართით გამოთქმული უცენზურო სიტყვებით გაღიზიანებულმა ბრაზილიელმა „რაიოს“ ინჩასებს საყვარელი გუნდის სეგუნდადივიზიონში დაქვეითება უსურვა, რის გამოც ის „ვალეკანოს“ პრეზიდენტმა საჯაროდ გააკრიტიკა.
რაულ მარტინ პრესა
ვფიქრობ, ასეთი საქციელი, მითუმეტეს ვინისიუსის კალიბრის ფეხბურთელის მხრიდან მიუღებელია. დისციპლინარებმა მომხდარი კარგად უნდა განიხილონ და შეაფასონ, რადგან შესაძლოა ძალადობის საწინააღმდეგო კომისიაში „რაიოს“ დასჯა მოითხოვონ.
აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი, ვინისიუსიც და ჩემი „ვალეკანოს“ წევრებიც როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა სჯობს პროფესიონალებად დარჩნენ და გულშემატკივრების მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია „ბარსელონაშიც“ დააფიქსირეს - კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ მას შემდეგ, როდესაც არბიტრისგან გაფრთხილებული ვინისიუსი პროტესტს არ წყვეტდა, ის გაძევებას იმსახურებდა. „ასულგრანაში“ აპელირებენ იმაზე, რომ მსგავსი დანაშაულისთვის მათი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დისკვალიფიკაციას იხდის, „რეალის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი კი სასჯელს გადაურჩა.