ვარაზდატ ლალაიანი
Aa
Aa

ტალახაძის არყოფნაში - ლალაიანმა ოცნება აისრულა

უკანასკნელი წლების განმავლობაში ლაშა ტალახაძემ ორი დიდი ტურნირი, წლევანდელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები გამოტოვა და ორივეჯერ მისი კონკურენტებისთვის ამ ბედნიერი შემთხვევით ვარაზდატ ლალაიანმა ისარგებლა. თუ თებერვალში 25 წლის სომეხი ძალოსანი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ავიდა, მსგავსი შედეგი ამჯერად უკვე ბაჰრეინში, მსოფლიოს ჩემპიონატზე აჩვენა.

იქიდან გამომდინარე, რომ ტურნირს ბაჰრეინი მასპინძლობდა, რომლის სახელითაც გორ მინასიანი ასპარეზობს, ეს უკანასკნელი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მან ორჭიდის ჯამში 455 კილოგრამი დააფიქსირა და არამხოლოდ ჩემპიონობას ვერ შესწვდა, არამედ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში პირველად როგორც უკვე მოგახსენეთ, ლალაიანი გახდა - მან ატაცში 215, აკვრაში კი 252 კილოგრამის აწევით, ორჭიდის ჯამში საუკეთესო მაჩვენებელი 467 კილოგრამი დააფიქსირა. მეორე-მესამე პოზიციებზე კი ირანელი ძალოსნები, ალი დაუდი (459) და ალირეზა იუსეფი (456) გავიდნენ.

ლალაიანს 2024 წლამდე როგორც მსოფლიოს პირველობაზე, ასევე ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული. ტალახაძის არყოფნაში კი, ორივე დიდი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირველად სტუმრის ამპლუაში - ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი გახსნა
პირველად სტუმრის ამპლუაში - ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი გახსნა