მარცხი ხოვენტუტთან - შერმადინს მცირე დრო დაეთმო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე სტუმრად ხოვენტუტს დაუპირისპირდა და 7 ქულის სხვაობით, 93:86 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი ტენერიფეს სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. შერმადინმა მოედანზე 15 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 5 ქულა, 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მის ანგარიშზე 3-დან 3 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი იყო. ასევე, ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.
11 ტურის შემდეგ, ლენოვო ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 7 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „კოლოსის“ წინააღმდეგ გამართავს.