გენო პეტრიაშვილი, მირიან მაისურაძე, ავთანდილ კენჭაძე, აკაკი ქემერტელიძე
Aa
Aa

ოთხი ქართველი ლიდერია - 2024 წლის შემაჯამებელი რეიტინგი

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის ბოლო, შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველ სპორტსმენებს საოცარი შედეგები აქვთ, რომლებიც ერთბაშად ოთხ წონით კატეგორიაში ლიდერის პოზიციაზე იმყოფებიან. რეიტინგები ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, კონტინენტურ პირველობებსა და საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული ქულების დაჯამებით შეადგინეს.

ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონით კატეგორიაში პირველ ადგილზეა გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომელმაც აგვისტოში პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში ირანელი ჰოსეინ ზარე დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 79 კილოგრამი არაოლიმპიური წონა გახლდათ, მაგრამ ავთანდილ კენჭაძემ საკუთარი სიძლიერე მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამტკიცა და ოქროს მედალი რუსი მაგომედ მაგომაევის დამარცხების შედეგად მოიპოვა.

პეტრიაშვილისა და კენჭაძის მსგავსად, თავის წონით კატეგორიებში ლიდერები არიან აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ). ქემერტელიძემ გასულ წელს ზაგრების გრან პრი მოიგო, ევროპის ჩემპიონატსა და ბუდაპეშტის გრან პრიზე კი შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. რაც შეეხება მაისურაძეს, ბუდაპეშტის გრან პრიზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე, საპრიზო მეორე და მესამე ადგილები დაიკავა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მეტოქე უშანსოდ დატოვა - ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია
რუსი მეტოქე უშანსოდ დატოვა - ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია