პირველი წაგება წლევანდელ სეზონში - შავი ლომი უელსში დამარცხდა
ევროპის ჩელენჯ თასის II ტური „შავი ლომისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. რიჩარდ კოკერილის მომზადებულმა საქართველოს სარაგბო კლუბმა უელსში ადგილობრივ „სკარლეტსთან“ 18-ქულიანი სხვაობით, 18:36 წააგო. საერთო ჯამში მეტოქე უკეთესი იყო, ქართველი მორაგბეებისთვის კი ყველაზე ცუდი მეორე ტაიმის დასაწყისი გამოდგა, როდესაც არბიტრმა ვლადიმერ ჩაჩანიძე გაასინბინა.
სტუმართა შემადგენლობაში თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანი ლუკა ივანიშვილმა და მიხეილ ბაბუნაშვილმა აიღეს. ორი საჯარიმო ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა, ერთი ლელო კი ლუკა ცირეკიძემ გარდასახა. თბილისში „ვანთან“ გამართული მატჩისგან განსხვავებით, სადაც ქართველმა მორაგბეებმა ერთი ლელო დადეს, ამჯერად ორჯერ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი, მაგრამ ეს გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ცნობისათვის, ამავე არენაზე შარშან გამართულ შეხვედრაში „შავმა ლომმა“ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით „სკარლეტსს“ 16-ქულიანი სხვაობით, 23:7 აჯობა. ჩელენჯ თასის მომდევნო, მესამე ტურში ქართველი მორაგბეები 11 იანვარს, თბილისში საფრანგეთის „ბაიონს“ უმასპინძლებენ.