ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„მისი გაყიდვა არ გვინდა, მაგრამ...“ - კარლსრუეს დირექტორი ბუდუს მომავალზე

„კარლსრუეს“ სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან ფრეისმა გერმანულ მედიასთან საუბრისას ბუდუ ზივზივაძის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მის გაყიდვას არ განიხილავს, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ შეთავაზების შემთხვევაში ყველაფერი მათზე დამოკიდებული არ იქნება.

რას ამბობს ფრეისი:

„ზამთარში ზივზივაძის გაყიდვას კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენი სურვილია, რომ ის კლუბში დარჩეს, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სახის სატრანსფერო შემოსავალი გამოვიმუშაოთ. გვინდა, რომ მასთან კონტრაქტი გავახანგრძლივოთ და კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს“.

„თავის მომავალთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიასთან ბუდუ ზივზივაძემაც ისაუბრა. ქართველმა შემტევმა კომენტარი „რეგენსბურგთან“ 4:2 გამარჯვების შემდეგ გააკეთა, სადაც დუბლის შესრულება შეძლო“.

ბუდუ ზივზივაძე:

„კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და მინდა სწორედ ამ დრომდე დავრჩე, რათა გუნდს დავეხმარო. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი - ეს ეხება როგორც მომავალ ზაფხულს, ასევე ზამთრის შესვენებასაც“.

გერმანული მედიის ვარაუდით, იმის გამო, რომ ბუდუ ზივზივაძეს თამაში ტოპ-ლიგებში სურს, არ არის გამორიცხული, რომ ზამთარში შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში „კარლსრუემ“ მისი გაყიდვა მაინც გადაწყვიტოს, სხვა შემთხვევაში, ბუდუს სეზონის ბოლოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ეწურება და დიდი შანსია, რომ გუნდი მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა შემტევმა თავი გერმანიის თასზეც გამოიჩინა, სადაც 3 ჩატარებულ მატჩში 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას არყოფნაში, საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად მეტი შანსი ექნება“ - კონტე ნერეშზე
„კვარას არყოფნაში, საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად მეტი შანსი ექნება“ - კონტე ნერეშზე