ვულვზი მწვრთნელის გარეშე - ონილის შემცვლელი მალე დასახელდება
Aa
Aa

ვულვზი მწვრთნელის გარეშე - ონილის შემცვლელი მალე დასახელდება

ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი „ვულვერჰემპტონი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. გუშინ, საკუთარ სტადიონზე „იფსვიჩ თაუნთან“ (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა გადამჭრელ ზომებს მიმართეს და გარი ონილს კარისკენ მიუთითეს. უკანასკნელი წაგების შემდეგ, „ვულვზი“ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა და შესაძლოა ბოლო პოზიციაზეც დაქვეითდეს, რადგან „საუთჰემპტონს“ ამ გუნდზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

„მგლების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჯეფ შიმ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, „ვესტ ჰემთან“ (1:2) წაგების შემდეგაც დააანონსა ონილის გაშვება, როდესაც ღიად და დაუფარავად ისაუბრა არსებული კრიზისის შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება „ვულვერჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელი და ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან კლუბის ხელმძღვანელ რგოლში მომუშავე თითოეულმა ფუნქციონერმა თავი შეიკავა.

გარი ონილი „ვულვზის“ დამრიგებლად შარშანდელი სეზონის დაწყების წინ დაინიშნა და 2023 წლის 9 აგვისტოდან მოყოლებული მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 63 მატჩიდან გუნდმა 20-ში გაიმარჯვა, 11 ფრედ დაასრულა და 32-ში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი 6-მდე ფეხბურთელის ყიდვას აპირებს - რას წერს Telegraph-ი
მანჩესტერ სიტი 6-მდე ფეხბურთელის ყიდვას აპირებს - რას წერს Telegraph-ი