ვადაზე ადრე დაბრუნდება? - როდრის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს
მიმდინარე სეზონის სტარტზე მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავმა როდრიმ არსენალთან მატჩის დროს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
ესპანელ ნახევარმცველს უწინასწარმეტყველეს, რომ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, თუმცა, როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.
ბრიტანული The Sun იუწყება, რომ შესაძლოა ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული ვადაზე ადრე დაბრუნდეს და მიმდინარე სეზონში შეძლოს თამაში. რა თქმა უნდა, კონკრეტული თარიღი არ სახელდება, მაგრამ სიტუაცია გაცილებით უკეთესობისკენ არის შეცვლილი.
წყაროს ცნობით, მედიკოსები როდრის რეაბილიტაციით აღფრთოვანებულები არიან. ესპანელს სირბილი უკვე შეუძლია და გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე კარგად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.
შეგახსენებთ, რომ როდრის არყოფნაში მანჩესტერ სიტი კრიზისში იმყოფება. ქალაქელებმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.
ასევე, როგორც უკვე მოგახსენეთ, როდრი ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულია. ესპანელმა ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორს აჯობა, რამაც სპორტულ სამყაროში აზრი ორად გაყო. ნაწილი თვლის, რომ ბრაზილიელი იმსახურებდა, ნაწილი კი პირიქით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონს ემხრობა.