ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, დავიდ ნერეში
Aa
Aa

Gazzetta კვარაზე: “ადგილის დასაბრუნებლად ორმაგი შრომა მოუწევს“

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი უდინეზეს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში დავიდ ნერეში მოგვევლინა, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა და მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, ანტონიო კონტემ ბრაზილიელის კარგ თამაშს ხაზი გაუსვა.

„ნერეში უკვე დიდი ხანია ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ხშირ შემთხვევაში, მას კვარას და პოლიტანოს ვამჯობინებდი, მაგრამ მშვიდად ვიყავი და ვიცოდი, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 5 თვეში ფიზიკურად ძალიან მოუმატა. მას შეუძლია, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე თამაში. ხვიჩას არყოფნაში საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად მეტი შანსი ექნება.“

იტალიელი სპეციალისტის ეს სიტყვები გამოცემა Gazzetta-მ შეაფასა და მკაფიო შეტყობინებად აღიქვა. გამოცემა თვლის, რომ ეს ხვიჩას და არა მარტო ხვიჩას მიმართ გასათვალისწინებელი გზავნილი იყო.

რას წერს Gazzetta?

„შეტყობინება ყველასთვის და განსაკუთრებით ერთისთვის, ვინც არ იყო და ალბათ არც შემდეგ ტურში იქნება. კვარაცხელიას თავისი ადგილის დასაბრუნებლად ორმაგი შრომა მოუწვეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაპოლის სახე და სიმბოლოა.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ვარსკვლავმა მყესი გაიჭიმა და ამის გამო გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან. ზოგიერთი იტალიური გამოცემა წერს, რომ ხვიჩა 2024 წელს ვეღარ ითამაშებს, ზოგი კი ამბობს, რომ რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დასრულდება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მეკარეს ერთი-ერთზე ვერ გაუტანა | წიტაიშვილის გრანადა ოვიედოსთან დამარცხდა
მეკარეს ერთი-ერთზე ვერ გაუტანა | წიტაიშვილის გრანადა ოვიედოსთან დამარცხდა