კაშიას გამარჯვების გოლი - სლოვანმა სტრედას მოუგო
სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბრატისლავის სლოვანმა სტრედას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და სტრედას დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
იმ დროს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გოლი გაიტანა და სლოვანი დააწინაურა(69წთ.)
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ვაისის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ჯვაროსნების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მე-3 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება სლოვანს, სატურნირო ცხრილში 44 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ ჟილინას 4 ქულით უსწრებს, თუმცა კაშიას გუნდს 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. შემდეგ ტურში, ბრატისლაველები რუზომბეროკს ესტუმრებიან.