“ჩემპიონის ტიტულს ვერ უმკლავდება“ - ხაბიბი მერაბ დვალიშვილზე
როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
ქართველი მებრძოლის შესახებ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ისაუბრა და დვალიშვილი გააკრიტიკა.
ხაბიბი:
„მერაბმა განახადა, რომ UFC-იმ უმარს საჩუქარი გაუკეთა და მასთან ბრძოლის საშუალება მისცა. ეს მისი პრობლემაა. ვფიქრობ, როცა დვალიშვილი კარიერას იწყებდა, კარგად იქცეოდა, მაგრამ, როდესაც ჩემპიონი გახდა ამას ვეღარ უმკლავდება. ჩემპიონობის შემდეგ, ცხოვრება იცვლება. ჩემპიონობამდე და ჩემპიონობის შემდეგ, ორი ცხოვრებაა. ამას კი უნდა გაუმკლავდე.
უმარის სტატისტიკა 18 ნულის წინააღმდეგ არის და ამ 18 გამარჯვებიდან 6 UFC-ში მოიპოვა. UFC-იმ კი მას საკმაოდ რთული მეტოქე შეურჩია. უმარმა ეს ყველაფერი დაიმსახურა და არ მესმის რატომ ნერვიულობს მერაბი. უმარი აქ იმიტომ არ არის, რომ ჩემი ბიძაშვილია!! ჩვენ შორის დიდი სხვაობაა, მე ხაბიბი მქვია, მას უმარი. 18 იანვარს დაამტკიცებს, თუ რატომ ნერვიულობს ახლა მერაბი.“
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება UFC 311-ზე გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის ორთაბრძოლა გახლავთ. UFC 311-ს თბილისის დროით, 19 იანვარს ვიხილავთ.