ანჩელოტი: “სწორ გზაზე ვართ, კმაყოფილი ვარ“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ქულები დაკარგა. სამეფო კლუბი რაიო ვალეკანოს ესტუმრა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
კარლო ანჩელოტიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ, საკმაოდ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა.
ანჩელოტი:
„ვფიქრობდი, რომ როდრიგოს მარცხენა ფლანგიდან ბევრი პრობლემის შექმნა შეეძლო და ასეც მოხდა. ის ბრწყინვალედ დაბრუნდა და გოლი გაიტანა. რაიო ვალეკანოს მეკარეს დრო გაჰყავდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მას „კრუნჩხვები“ აწუხებდა. მან ბევრად მეტი კალიუმი უნდა მიიღოს.
ჯუდ ბელინგემი საოცარ ფორმაშია და საკუთარი სტატისტიკის გაუმჯობესებას აგრძელებს. ვინისიუსის შემთხვევაზე საუბარი არ მსურს. გასულ წელს, აქ ამ სტადიონზე ფრედ დავასრულეთ, მაგრამ ლა ლიგა მოვიგეთ. ჩუამენი ცენტრალური მცველი არ არის, მაგრამ თავის საქმეს ყოველთვის ასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2 ქულა დავკარგეთ, ჩვენ მაინც სწორ გზაზე ვართ და გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი 0:2-ს აგებდა და შემდეგ მატჩი შემოატრიალა. ანჩელოტის შეგირდები ვალვერდეს, ბელინგემის და როდრიგოს გოლებით 3:2-ს იგებდნენ, მაგრამ ერთი ბურთი მიიღეს და შეხვედრა, როგორც უკვე მოგახსენეთ 3:3 დასრულდა. ყვითელი ბარათი მიიღო ვინისიუს ჟუნიორმა, რომელიც ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩს სევილიას წინააღმდეგ გამოტოვებს.