ანტონიო კონტე, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„კვარას არყოფნაში, საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად მეტი შანსი ექნება“ - კონტე ნერეშზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ სტუმრად „უდინეზესთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ასევე ისაუბრა დავიდ ნერეშზე, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ანტონიო კონტე:

„ნერეში უკვე დიდი ხანია, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ხშირ შემთხვევაში მას კვარას და პოლიტანოს ვამჯობინებდი, მაგრამ მშვიდად ვიყავი და ვიცოდი, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 5 თვეში ფიზიკურად ძალიან მოუმატა. 

მას შეუძლია როგორც მარჯვენა, ისევე მარცხენა ფლანგზე თამაში. ჩვენ გვყავს 22 ფეხბურთელი, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ სათამაშოდ ყოველთვის მზად უნდა იყვნენ. ნერეში სერიოზული ბიჭია, ის დაუღალავად შრომობს, აქვს საჭირო უნარები და ახლა, კვარას არყოფნაში, საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად მეტი შანსი ექნება“.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „უდინეზეს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის“ 35 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, ლიდერ „ატალანტას“ კი 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში „პარტენოპეი“ „ჯენოას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნგონგეს მამა: “ჩემი შვილი და კვარა ახლო მეგობრები არიან“
ნგონგეს მამა: “ჩემი შვილი და კვარა ახლო მეგობრები არიან“