გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

მეკარეს ერთი-ერთზე ვერ გაუტანა | წიტაიშვილის გრანადა ოვიედოსთან დამარცხდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურში „ოვიედომ’’, რომელსაც სანტი კაზორლა კაპიტნობს, გიორგი წიტაიშვილის „გრანადას’’ 2:0 მოუგო. მე-80 წუთზე სანტიაგო კოლომბატომ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა, მეკარე ლუკა ზიდანმა დარტყმის მიმართულება ვერ გამოიცნო. 85-ე წუთზე დანიელ პარასკივმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

„გრანადას’’ მთავარმა მწვრთნელმა ფრან ესკრიბამ გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში დააყენა. პირველი ტაიმიდან ორი მომენტია გამოსაყოფი, როცა ქართველ გარემარბს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, პირველ შემთხვევაში მეკარემ აჯობა, მეორე ეპიზოდში დარტყმა მცველმა დაუბლოკა. წიტაიშვილი მეორე ტაიმში პასიური იყო, 83-ე წუთზე შეცვალეს.

 

24 წლის გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. 15-დან 13 მატჩი სასტარტოდან დაიწყო, სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ორ შეხვედრაში აღმოჩნდა.

ლა ლიგა 2-ში „გრანადამ'' 19 მატჩში 29 ქულა დააგროვა, ამ მომენტში მე-9 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 1 ქულით ჩამორჩება. მე-20 ტურში „გრანადა'' აუტსაიდერ „კარტახენას'' მიიღებს (17 დეკემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ შესაძლოა 2024-ში ითამაშოს - მკურნალობის დეტალები
კვარამ შესაძლოა 2024-ში ითამაშოს - მკურნალობის დეტალები