კვარას გარეშე - ნაპოლიმ სტუმრად უდინეზე დაამარცხა
სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი უდინეზეს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელია ვერ იღებდა.
პარტენოპეიმ მატჩი ცუდად დაიწყო და 22-ე წუთზე აგებდა. ანგარიში ტოვინმა გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.
მეორე ნახევარი კონტეს გუნდმა აქტიურად დაიწყო და 50-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ წონასწორობა აღადგინა.
76-ე წუთზე ჯიანეტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ნაპოლი დაწინაურდა. ზუსტად 5 წუთში კი ცვლილებაზე გამოსულმა ჯოვანი სიმეონემ ანგისას საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა მატჩის საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის 35 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. ლიდერ ატალანტას კი 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, პარტენოპეი ჯენოას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 21 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.