“ცუდი დღეები მაქვს“ - პეპი მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის წინ
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ღრმა კრიზისში მყოფი მანჩესტერ სიტი ცუდ ფორმაში მყოფ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გუარდიოლა:
„კანის პრობლემა მაქვს. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ანტიჰისტამინების მიღება მიწევს. ზოგჯერ ბედნიერებისთვის დიდი გუნდის ყოლა საჭირო არ არის. არ არსებობს ფეხბურთელი ან მწვრთნელი, რომელიც თვეობით არ ითამაშებს. რა თქმა უნდა, ჩვენი სიტუაცია რთულია, მაგრამ ეს ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მე ვარ ადამიანი, რომელიც ხანდახან ნერვიულობს. ცუდი დღეები მაქვს, ბევრ შეცდომას ვუშვებ და უხეშობა მანერვიულებს. ცუდად მძინავს და საჭმელს ვერ ვინელებ. ვცდილობ მსუბუქად ვიკვებო, განსაკუთრებით ძილის წინ. მიუხედავად ამისა, მე ისევ ის მწვრთნელი ვარ, რომელმაც ხუთი თვის წინ პრემიერ ლიგა ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
მანჩესტერ იუნაიტედთან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. ეს გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ემოციური თამაშია. ვფიქრობ, ამ მატჩს, რომელი გუნდიც ემოციურად უფრო სტაბილურად შეხვდება, ის გაიმარჯვებს.”
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
ამ მომენტისთვის, ქალაქელები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ. მანჩესტერული დერბი 15 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.