შეხვედრა ფანებთან და შემოწირულობა ჰოსპიტალს - ფრანგული პრესა მიქაუტაძის ქველმოქმედებაზე წერს
გამოცემა Olympique-et-Lyonnais-ის ინფორმაციით, ფრანგული „ლიონის“ ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე უახლოეს დღეებში საქველმოქმედო აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
გამოცემის ინფორმაციით, 18 დეკემბერს მიქაუტაძე ფანებს „ლიონის“ საკლუბო მაღაზიაში შეხვდება და ყველა მოსულს თან სათამაშოს მოტანას სთხოვს, რომელიც შემდეგ ავადმყოფ ბავშვებს დაურიგდება.
გარდა ამისა, 19 დეკემბერს მიქაუტაძე ბრონის ბავშვთა ჰოსპიტალს ესტუმრება და მათ საშობაო საჩუქრებს დაურიგებს. ქართველი ფეხბურთელი ასევე ფულად თანხას ჩაურიცხავს ჰოსპიტლის საუნივერსიტეტო ცენტრს, რომელიც შემდეგ სხვადასხვა დეპარტამენტის საჭიროებებს მოხმარდება.
„ლიონის“ ქართველი ფორვარდი ასევე ხელმოწერილ მაისურებს გაათამაშებს. საქველმოქმედო აქციას პარტნიორობას ფრანგული კლუბიც გაუწევს.
RDV sur mon compte Instagram ???? ???????? pic.twitter.com/WqSXBfF13g
— Georges Mikautadze (@MikautadzeG) December 14, 2024