ქოჩორამ გაიტანა, ლევანტემ ქულები მატჩის მიწურულს დაკარგა
ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურში „ლევანტემ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, „კორდობას“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა (2:2).
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე კი ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - თავი ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟმა, ტეო ზიდანმა გამოიჩინა. 56-ე წუთზე კარლოს ალვარესის პასის შემდეგ წონასწორობა ხოსე ლუის მორალესმა აღადგინა, 72-ზე კი „კორდობას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად გიორგი ქოჩორაშვილმა შეასრულა. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 11-მეტრიანის დარტყმის უფლება სტუმრებმაც მოიპოვეს და ამჯერად ზუსტად ჯაკობო გონსალესმა დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ხულიან კალერომ ის ძირითადში ათამაშა და 86-ე წუთზე შეცვალა. ქოჩორამ Sofascore-ისგან 7,5-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: დრიბლინგის 1 წარმატებული მცდელობა, ბურთთან 47 შეხება, 34-დან 27 ზუსტად შესრულებული პასი (79%), 5-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, კარში 1 დარტყმა, 1 ჩაჭრა, 4-დან 4 მოგებული პოზიციური დუელი და 2-დან 2 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 9 დაკარგული ბურთი. ქოჩორაშვილმა მეტოქეს სამჯერ დაარღვევინა წესები და ერთხელ მოხვდა თამაშგარეში.
ქოჩორას გამორჩეული მომენტები:
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილს „ლევანტეს“ მაისურით 14 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
18 მატჩის შემდეგ „ლევანტეს“ 30 ქულა დაუგროვდა და ამ დროისთვის ქოჩორას გუნდი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქოჩორას გუნდი 17 დეკემბერს სტუმრად,„ალბასეტეს“ წინააღმდეგ გამართავს.