ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნგონგეს მამა: “ჩემი შვილი და კვარა ახლო მეგობრები არიან“

ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის გამოირჩეოდა მეგობრული ხასიათით და ნაპოლიში გადასვლიდან სულ მალე ახლო მეგობრები გაიჩინა.

თავდაპირველად ქართველი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენს დაუახლოვდა. დღეს კი, როგორც ჩანს, კვარა ნგონგესთან გამორჩეულად მეგობრობს. ამის შესახებ, მიშელის მამამ ისაუბრა.

რა თქვა მიშელ ნგონგემ?

„გასული წლიდან მოყოლებული ჩემი შვილი და კვარაცხელია კარგი მეგობრები არიან. ვფიქრობ, მათ ერთნაირი ხასიათი აქვთ. ნეაპოლში ჩამოსვლის დღიდან, ვხედავ, რომ ჩემი შვილი მასთან ხშირად საუბრობს. კარგია, რომ კლუბში ასეთი მეგობარი ჰყავს. ისინი ალბათ ერთად ესტუმრებიან კაპრის(კუნძული იტალიაში).“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ხვიჩას ტრავმა აქვს და თავის გუნდს ვერ ეხმარება. არის ალბათობა, რომ რეაბილიტაცია გაცილებით მალე დასრულდეს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდები.

ცნობისთვის, სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი უდინეზეს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა მწვრთნელის გარეშე - ბარახას გაშვებას განიხილავენ
მამარდა მწვრთნელის გარეშე - ბარახას გაშვებას განიხილავენ