შოთა ნონიკაშვილი
Aa
Aa

უკრაინელი გუნდელი სიკვდილისგან იხსნა - ნონიკაშვილის გმირობა

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში „ოლექსანდრიამ’’, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ჩერკასისთან’’ 1:1 ითამაშა.

„ჩერკასის'' ქართველმა ფეხბურთელმა შოთა ნონიკაშვილმა უკრაინელი თანაგუნდელი ოლექსანდრ კაპლიენკო სიკვდილისგან იხსნა. კაპლიენკომ გონება დაკარგა, ქართველმა ფეხბურთელმა მას პირველადი დახმარება გაუწია, სიკვდილს გადაარჩინა. ძალიან ემოციური მომენტი იყო, მათი თანაგუნდელები ტიროდნენ, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ანალოგიური ფაქტი 2014 წელს დაფიქსირდა, „დნიპროს'' მეკარე ოლეგ გუსევს ისე შეეჯახა, რომ მას გონება დააკარგვინა. უკრაინის ნაკრების ფეხბურთელს ენა ეყლაპებოდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და გუსევს აუცილებელი პირველადი დახმარება გაუწია. როგორც შემდგომში გაირკვა, ქართველმა „დინამოს'' კაპიტანი სიკვდილს გადაარჩინა.

რაც შეეხება ნონიკაშვილის დღევანდელ თამაშს, ტრადიციულად სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი მისმა გუნდმა დათმო, 65-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ კოსოვოელმა მუჰარემ იაშარიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამ კომბინაციაში ქართველი ნახევარმცველიც მონაწილეობდა.

23 წლის ნახევარმცველი უკრაინულ კლუბში გასულ ზაფხულში „იბერია 1999’’-დან გადავიდა. მუდმივად სასტარტოშია, 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო, მის აქტივში 1 გოლი („შახტართან'' პენალტი) და 1 საგოლე პასია („კრივბასთან''). ასევე, უკრაინიას თასზე ერთი მატჩი ჩაატარა და გუნდს საგოლე გადაცემით დაეხმარა.

შეგახსენებთ, „ჩერკასის'' მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკოა, რომელიც უკრაინაში წასვლამდე თბილისის „დინამოს'' წვრთნიდა. ასევე, მას თბილისის „დინამოსა'' და „იბერია 1999''-ის აკადემიებში უმუშავია.

„ჩერკასიმ'' 17 ტურში 19 ქულა დააგროვა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეთანხმება მიღწეულია“ | როგორი იქნება კვარას ახალი კონტრაქტი
„შეთანხმება მიღწეულია“ | როგორი იქნება კვარას ახალი კონტრაქტი