კილიან მბაპე
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - მბაპე France Football-ის რჩეულია

კილიან მბაპე ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France Football-ის ვერსიით, საფრანგეთის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. შეფასების დროს მხედველობაში მიიღებოდა მხოლოდ გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგები, ანუ იმდროინდელი, როდესაც 25 წლის ფორვარდი ჯერ კიდევ „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა.

ფორმატის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეობას გამოცემის მთავარი რედაქტორის გარდა, ამ პრიზის ყველა მფლობელი იღებს. პირველ ადგილზე გასულმა მბაპემ მეორე-მესამე ადგილებზე გასულ „არსენალის“ მცველს უილიამ სალიბასა და „მილანის“ მეკარე მაიკ მენიოს აჯობა. სხვათა შორის, საბოლოო შედეგების გასაჯაროების შემდეგ, „რეალის“ ფორვარდმა აღნიშნა, რომ ჯილდოს მასზე არანაკლებ სალიბა იმსახურებდა.

მბაპემ ეს პრიზი ზედიზედ მეორედ, საერთო ჯამში კი მეოთხედ მიიღო. შეგახსენებთ, რომ მან „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც ესპანეთის ლა ლიგაში „რაიო ვალეკანოსთან“ გასამართ მადრიდულ დერბის გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს მიმართ გამოძიება შეწყდა - პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა
მბაპეს მიმართ გამოძიება შეწყდა - პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა