შონ ომალი
Aa
Aa

უმართან მერაბს ვგულშემატკივრობ - ომალი მომავალ ბრძოლაზე

19 იანვარს, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს პირველად უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლაში დაიცავს. ჩემპიონის ტიტული ქართველმა „მანქანამ“ შემოდგომაზე შონ ომალის დამარცხებით მოიპოვა და შესაბამისად, ამ უკანასკნელის მოსაზრება დვალიშვილის შესახებ მუდამ საინტერესოა.

შონ ომალი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იანვარში ამ ბრძოლის ჩანიშვნას არც ერთი ელოდა და არც მეორე. ნურმაგომედოვს საერთოდ დეკემბერში უნდა ეჩხუბა, დვალიშვილი კი ოქტაგონზე გასვლას მარტამდე არ გეგმავდა. ძალიან მინდა, რომ ქართველმა გაიმარჯვოს, რადგან ქამარი და რევანში მჭირდება, მაგრამ თუ უმარი მოიგებს, მასთანაც დიდებული ჩხუბი მელის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ „შუგა“ მერაბ დვალიშვილისა და ერთ-ერთ ფანს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დვალიშვილი მუშტებით მხოლოდ ტრიბუნაზე მყოფ ქომაგთან ჩხუბობს, ოქტაგონზე კი ჭიდაობას ანიჭებს უპირატესობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განახლებული P4P რეიტინგი | პანტოჟა დაწინაურდა, ქართველებს ცვლილებები არ შეხებიათ
განახლებული P4P რეიტინგი | პანტოჟა დაწინაურდა, ქართველებს ცვლილებები არ შეხებიათ