რუბენ ბარახა
Aa
Aa

მამარდა მწვრთნელის გარეშე - ბარახას გაშვებას განიხილავენ

გიორგი მამარდაშვილსა და „ვალენსიას“ შესაძლოა უახლოეს მომავალში ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნონ. რამდენიმე ესპანური სპორტული ვებ-გვერდის ცნობით, კლუბის შეფები აქტიურად განიხილავენ პოსტიდან რუბენ ბარახას განთავისუფლებას, რომლის ხელმძღვანელობითაც “ღამურებმა“ 15 მატჩში მხოლოდ 10 ქულა დააგროვეს, გუშინ კი ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ვალიადოლიდთან“ (0:1) პრინციპული საგარეო მატჩი დათმეს.

გუნდის პრეზიდენტი პიტერ ლიმი ფიქრობს ორ ვარიანტზე - პირველი ის არის, რომ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ბარახა, ხოლო მეორის მიხედვით, მისი დატოვება და კიდევ ორ მატჩში შანსის მიცემა იგეგმება, რომელსაც ვალენსიელები მთავარ კონკურენტებთან „ესპანიოლთან“ სტუმრად და „ალავესთან“ სახლში გამართავენ. გარდა ამისა, ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ მასთან კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, „ღამურებს“ ბარახასთვის კომპენსაციის სახით 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, რაც მათ არანაირად არ აწყობთ.

ბარახა „ვალენსიას“ 2023 წლის თებერვლიდან ამზადებს და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 76 მატჩიდან გუნდმა 26 მოიგო, 18 ფრედ დაასრულა და 32-ში დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი კლუბს ტრავმის გამო ვერ ეხმარება და ის მოედანს სავარაუდოდ იანვრიდან დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები | მამარდაშვილი Four Four Two-ს ტოპ 10-ში
მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები | მამარდაშვილი Four Four Two-ს ტოპ 10-ში