ტომ ასპინალი
Aa
Aa

დენა შემპირდა და მისი მჯერა - ასპინალი მომდევნო მეტოქეზე

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონი ტომ ასპინალი ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია და კონკრეტულად უჭირს მომდევნო მეტოქის დასახელება. თუმცა, ერთ-ერთი ბრიტანული სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში 31 წლის მებრძოლმა აღნიშნა, რომ ბოლო ქარდის დასრულების შემდეგ, სადაც ის მონაწილეობდა, მასთან მისულმა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა პირობა მისცა, რომ დივიზიონის მოქმედ ჩემპიონ ჯონ ჯონსთან შეხვედრას სულ მალე ჩაუნიშნავს და ეს იქნება UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიადი ბრძოლა.

სხვათა შორის, უაითმა არაერთხელ აღნიშნა, რომ MMA-ს ლეგენდის შემდეგი მოწინააღმდეგე სწორედ ასპინალი უნდა იყოს, მაგრამ თავად ჯონსი ამბობს, რომ მას გამოცდილ მებრძოლებთან სურს დაპირისპირება და არა პროგრესის გზაზე მდგარ სპორტსმენებთან. ასევე ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ თუ მას არ შეახვედრებენ, ტომი მომდევნო შეხვედრაში დამარცხდება და ყველა დარწმუნდება, რომ ასპინალი მასთან ჩხუბს ჯერჯერობით არ იმსახურებს.

იმ შემთხვევაში თუ ასპინალს უარს ეტყვიან, ჯონ ჯონსი სავარაუდოდ ქვემძიმე წონით დივიზიონში ბრაზილიელ ალექს პერეირას დაუპირისპირება, რომელმაც საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა და 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანკალაევი პერეირას: შენი დრო დასრულდა
ანკალაევი პერეირას: შენი დრო დასრულდა