დომენიკო ტედესკო
Aa
Aa

სკანდალი ბელგიის ნაკრებში - ტედესკოს არყოფნის მიზეზები

გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრას თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაესწრო. თუმცა, არსებობდნენ გამონაკლისები, რაზეც ყურადღების გამახვილება მედიის წარმომადგენლებს არ გამოჰპარვიათ. მაგალითად, ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა ბელგიის ეროვნული გუნდის დამრიგებელი დომენიკო ტედესკო, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

როგორც ბელგიის სამეფოს საფეხბურთო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, მათი ახალი ტექნიკური დირექტორი ვენსან მანარტი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ახლახანს შეუდგა, ტედესკოს იდეების გაცნობით პროცესშია და თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა ახალი მთავარი მწვრთნელის მიწვევა გახდეს აუცილებელი, რის გამოც იტალიურ-გერმანული ფესვების მქონე სპეციალისტის კენჭისყრაზე დასწრება საჭიროდ არ ჩათვალეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლის გამო, ტედესკოს ბელგიის ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა, რამაც მისი მომავალი ამ პოსტზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. აქვე გეტყვით, რომ გუშინდელი კენჭისყრის შედეგად, ბელგიელები J ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქე უელსის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ყაზახეთისა და ლიხტენშტეინის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუკაკუმ ნაკრებზე უარი თქვა
ლუკაკუმ ნაკრებზე უარი თქვა