არ მეგონა რომ დათანხმდებოდა - ცარუკიანი მახაჩევზე
UFC 311-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევისა და ქამრის პრეტენდენტის არმან ცარუკიანის ორთაბრძოლას შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. სომეხ და დაღესტნელ მებრძოლებს შორის პირველი შეხვედრა 2019 წელს გაიმართა, რომელიც მახაჩევის გამარჯვებით დასრულდა და ახლა ცარუკიანს რევანშის აღებისა და უძლიერესი მეტოქისთვის ქამრის ჩამორთმევის დიდი იმედი აქვს.
რას ამბობს ცარუკიანი
გამიკვირდა ისლამი ამ ბრძოლას რომ დათანხმდა, რადგან ლოს-ანჯელესი მისთვის უცხო ტერიტორიაა. კალიფორნიაში უამრავი სომეხი ცხოვრობს და ვფიქრობ, რომ იქ დამსწრე პუბლიკის 90 პროცენტი ჩემი გულშემატკივარი იქნება. ვიცი, რომ მახაჩევი და მისი გუნდის წევრები ამ ჩხუბის საუდის არაბეთში, ან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ცნობისათვის, 19 იანვარს გასამართი ბრძოლისთვის ცარუკიანს ადრიანო მარტინსი ამზადებს. ეს უკანასკნელი ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც მახაჩევის დამარცხება შეძლო და მან ამის გაკეთება 2015 წელს მოახერხა.