მოედნის ცენტრიდან გაშვებული გოლი | გოგლიჩიძის ემპოლიმ ტორინოსთან წააგო
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ კედლებში „ტორინოს“ დაუპირისპირდა. „გრანატამ“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ქართველი ფეხბურთელის გუნდი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გავიდა. „ტორინო“ კონტრშეტევაზე გადავიდა და ჩე ადამსმა თითქმის მოედნის ცენტრიდან გაისროლა. „ემპოლის“ მეკარე დევის ვასკესი წინ იყო გამოსული და ინგლისელმა შემტევმა შედევრი გაიფორმა.
გოგლიჩიძემ მოედანზე 89 წუთი გაატარა. საბა ბურთს 59-ჯერ შეეხო, 45-დან 36 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 12-დან 8 დუელი მოიგო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველმა უკანახაზელმა 2 ვარდნა შეასრულა და სპორტული სააგენტო Sofascore-ისგან შეფასების სახით, 6.4 ქულა დაიმსახურა.
ცნობისთვის, „ემპოლის“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეათე პოზიციას იკავებს. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 დეკემბერს გამართავს და სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერს, „ატალანტას“ დაუპირისპირდება.