ტრაგედია ვესტ ჰემში - 15 წლის მეკარე გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია ვესტ ჰემში - 15 წლის მეკარე გარდაიცვალა

ლონდონის „ვესტ ჰემის“ აკადემიის 15 წლის მეკარე ოსკარ ფეირსი, რომელიც თავის ტვინის კიბოთი იყო დაავადებული, მძიმე სენთან უდიდესი ბრძოლის მიუხედავად, გარდაიცვალა. 2023 წლის აგვისტოში, 14 წლის ასაკში, მოზარდს იშვიათი სახის სიმსივნე დაუდგინეს. საავადმყოფოში გამოკვლევებზე მისვლა კი ოსკარმა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც აჩქარებულმა გულისცემამ, სხეულის მარჯვენა მხარეს სისუსტემ და თავის ტკივილმა შეაწუხა.

თავდაპირველად ფეხბურთელს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მისი ჩივილები ფსიქიკურ პრობლემებსა და შაკიკს დაუკავშირეს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე სიმსივნესთან ჰქონდათ, რის გამოც ფეირსს შვიდი ოპერაციის გაკეთება და როგორც ქიმიო, ასევე რადიოთერაპიის კურსების ჩატარება დასჭირდა. მსგავსი ჩარევების შემდეგ საბოლოოდ დადგინდა, რომ პალიატიური მკურნალობა შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი იყო.

„ვესტ ჰემის“ თითოეულმა წევრმა ყველაფერი გააკეთა ოსკარის დასახმარებლად - საფრანგეთში სარეაბილიტაციო კურსის გავლისთვის საჭირო თანხა სწორედ ფეხბურთელებმა შეუგროვეს. კლუბის მფლობელმა დევიდ სალივანმა ოჯახს 10 ათასი ფუნტი გადაურიცხა, ხოლო „ჩაქუჩების“ ყოფილი კაპიტანი დეკლან რაისი, რომელიც ახლა „არსენალის“ ღირსებას იცავს, ოსკარს 5 ათასი ფუნტით დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაროკოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა
მაროკოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა