ვილი სანიოლი
Aa
Aa

„მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო მატჩებს“ - სანიოლი წილისყრის შედეგებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ციურიხში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შეაფასა.

ვილი სანიოლი:

„რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად.

რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების დაკარგვა. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ საშინაო კედლებში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი“.

შეგახსენებთ, რომ ციურიხში გამართულ წილისყრაზე საქართველომ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საკუთარი მეტოქეების ვინაობა გაიგო. ვილი სანიოლის გუნდი მუნდიალის საგზურისთვის ბულგარეთს, თურქეთს და ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფის გამარჯვებული მუნდიალზე პირდაპირ გავა, მეორეადგილოსანი კი ფლეი-ოფში ითამაშებს, სადაც 12 ჯგუფის მეორეადგილოსნებს ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, რომლებიც შესარჩევ ციკლში პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ. პლეი-ოფში ორი ეტაპია, ნახევარფინალი და ფინალი. ფინალში გამარჯვებული ნაკრები მუნდიალზე ითამაშებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული ჯგუფია“ | იაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე
„რთული ჯგუფია“ | იაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე