გოგა ბითაძე, ზაიონ უილიამსონი
Aa
Aa

„ბითაძე და ზაიონი გახსოვთ?“ | Clutchpoints-მა ცნობილი ფოტო გაიხსენა

ამერიკულმა სპორტულმა პორტალმა, Clutchpoints-მა გოგა ბითაძის ცნობილი ფოტო გაიხსენა, რომელზეც ქართველი ცენტრი ზაიონ უილიამსონთან ერთადაა დაფიქსირებული. უილიამსონს ჟურნალისტები ახვევია თავს, გოგასთან კი არავინაა და აი, რას წერს Clutchpoints-ი:

„გახსოვთ 2019 წელს გადაღებული ეს ცნობილი ფოტო? ყველა ჟურნალისტი ზაიონ უილიამსონთან იყო, რომელიც დრაფტის პირველი პიკი გახლდათ. გოგა ბითაძე კი, რომელიც ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აირჩია, ყველასგან დაიგნორებულია.

დუეინ უეიდმა და დრეიმონდ გრინმა ბითაძეს ურჩიეს ეს ფოტო მოტივაციისთვის გამოეყენებინა, მაგრამ ამ მომენტიდან 3.5 წლისა და მცირე სათამაშო დროის შემდეგ, პეისერსმა გოგა გაუშვა. 2024-25 წლების სეზონში, როცა იმ დღიდან 5 წელია გასული, მოდით, განვიხილოთ, ზაიონი და გოგა რა მდგომარეობაში იმყოფებიან.

როცა უილიამსონი ჯანმრთელადაა, სუპერვარსკვლავის სტატუსი აქვს, მაგრამ ბოლო 5 წელიწადში, მატჩების მხოლოდ 47 პროცენტში მიიღო მონაწილეობა და ამ მომენტისთვის, მორიგი ტრავმის გამო, გაურკვეველი ვადითაა გუნდს გამოკლებული. პარალელურად, ბითაძე ორლანდო მეჯიქის საკვანძო მოთამაშე გახდა და კარიერის სეზონს ატარებს - 8.9 ქულა (კარიერის საუკეთესო შედეგი), 7.6 მოხსნა (კარიერის საუკეთესო შედეგი), 1.5 დაფარება (კარიერის საუკეთესო შედეგი).

ფინიქსთან მატჩში, მან მაგარი ორმაგი დუბლიც გაიფორმა და 21 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ბოლო 7 შეხვედრაში კი საშუალოდ 11.3 ქულას, 10 მოხსნას, 1.1 ჩაჭრასა და 1.9 დაფარებას აგროვებს. ბითაძე ზაიონი არაა და დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ საკუთარი თავი იპოვა. გოგას შეუძლია, ეს ფოტო გასახდელის კედლიდან არ ჩამოხსნას და თუ დამატებითი მოტივაცია დასჭირდება, მას შეხედოს ხოლმე“, - წერს ამერიკული გამოცემა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, გოგამ სათამაშო დრო უენდელ კარტერ ჯუნიორის ტრავმის შემდეგ მიიღო და შანსი შესანიშნავად გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ტრავმის შემდეგ, რამდენიმე სისტემა გამოვცადეთ“ | კონტეს პრესკონფერენცია
„კვარას ტრავმის შემდეგ, რამდენიმე სისტემა გამოვცადეთ“ | კონტეს პრესკონფერენცია