ტაისონი: „ეს არ უნდა გამეკეთებინა“
ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი რამდენიმე კვირის წინ რინგს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და 8-რაუნდიან ბრძოლაში ყოფილ იუთუბერ ჯეიკ პოლთან დამარცხდა. ამის შემდეგ „რკინის მაიკი“ მედიის წარმომადგენლებთან იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ტრადიცია დაარღვია და ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამ ჩხუბის შესახებ კომენტარი გააკეთა.
რას ამბობს ტაისონი
სიმართლე გითხრათ? ამ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება მისი გამართვიდან მეორე დღესვე ვინანე. დილით როგორცკი გავიღვიძე, მეუღლეს ვკითხე, რა ეშმაკმა შემაცდინა და ასეთ სისულელეზე როგორ დავთანხმდი. უკვე 58 წლის ვარ და ამიერიდან მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს, გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას გამოვიჩენ.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს გამართულ ტაისონი-პოლის ორთაბრძოლას ცოცხლად თვალი 70 ათასმა ადამიანმა მიადევნა და ბილეთების გაყიდვიდან ორგანიზატორებმა 17,8 მილიონი დოლარი იშოვეს, რაც ტეხასის შტატში ჩატარებულ საკრივო ღონისძიებებს თუ ავიღებთ, სარეკორდო შემოსავალია.