კონკრეტული მსურველი | გოგა ბითაძე ნიუ იორკ ნიქსის რადარზე
„ორლანდო მეჯიქის“ ცენტრი, გოგა ბითაძე კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ქართველი კალათბურთელი ფლორიდული გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა და ბოლო 7 შეხვედრაში საშუალოდ 11.3 ქულას, 10 მოხსნას, 1.1 ჩაჭრასა და 1.9 დაფარებას აგროვებს.
ბითაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა. ცოტა ხნის წინ, Forbes-ის ჟურნალისტმა, ევან საიდერიმ დაწერა, რომ მისით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, დღეს კი კონკრეტული ვარიანტი გაჟღერდა და „ნიუ იორკ ნიქსზე“ დაიწერა.
„ნიქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტია და ცენტრის პოზიციაზე სიღრმე აკლია. ნიუ იორკელთა მთავარი ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსია, მაგრამ მისი შემცვლელის საკითხი პრობლემატურია. შესაძლოა, „ნიქსმა“ „მეჯიქს“ წინადადებით მიმართოს და ბითაძის ტრეიდით გადაყვანა სცადოს.
ცნობისთვის, „მეჯიქს“ 17 მოგება და 10 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 გახლავთ. „ნიქსის“ ანგარიშზე 15 გამარჯვება და 10 მარცხია და მეოთხე პოზიციას იკავებს.