„კვარას ტრავმის შემდეგ, რამდენიმე სისტემა გამოვცადეთ“ | კონტეს პრესკონფერენცია
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე „უდინეზე“ გახლავთ და იტალიელი სპეციალისტის გუნდს ფონს გასვლა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოუწევს, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
„უარყოფითი შედეგების გამოსასწორებლად ერთი გზა არსებობს და აკეთებ იმას, რასაც გამარჯვების შემდეგ - მუშაობა, მუშაობა, მუშაობა. კმაყოფილი ვართ გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი და გულშემატკივრების დამოკიდებულებით, მაგრამ ყველაფრის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.
რა იცვლება კვარას ტრავმის გამო? ხვალ ნახავთ. ჯერ არ გადამიწყვეტია, მოედანზე ვინ გავა. ხვალ იხილავთ, რა არჩევანს გავაკეთებ და თითოეული ფეხბურთელი გუნდს როგორ დაეხმარება. ჩვენმა მენტალიტეტმა ზრდა უნდა განაგრძოს. უდინეზესთან მატჩში გამოჩნდება, წინ გადავდგით ნაბიჯი, არაფერი შეცვლილა თუ რეგრესი გვაქვს.
ჩვენი მომდევნო მეტოქე ძლიერი გუნდია, რომელმაც ბოლო პერიოდში მოუკლო, მაგრამ ჩვენთან თამაშამდე გაიმარჯვა. ფიზიკურად ძლიერები არიან და სწრაფი და გამძლე ფეხბურთელები ჰყავთ. უდინეზეს პატივს ვცემთ და შევეცდებით, მომდევნო მატჩს საუკეთესო კონდიციებში შევხვდეთ.
3-მცველიანი ტაქტიკა, რათა კვარას არყოფნაში შემტევებს მეტი შანსი ჰქონდეთ? კვარაცხელიას ტრავმის გამო, სხვადასხვა სისტემები გამოვცადეთ და ვნახავთ, ამ თამაშისთვის საუკეთესო რომელი იქნება. წარუმატებლობებმა უნდა გაგვაძლიეროს და მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, რომლის დროსაც ინტენსივობა და გამარჯვების სურვილი 90 წუთის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ“.
ცნობისთვის, ანტონიო კონტეს ბიჭებს 15 ტურის შემდეგ, 32 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებენ. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს გამართავს და თბილისის დროით, 21:00-ზე, სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.