საჩუქარი არავისთვის იქნება - გაბელია საქართველოს ნაკრებზე
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდი თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. კიდევ ერთი მეტოქე კი, უეფას ერთა ლიგის მეოთხედფინალში ნიდერლანდები-ესპანეთის წყვილის გამარჯვებული იქნება, რომელიც 20-23 მარტს არის ჩანიშნული. ერთ-ერთი უცხოური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა მეკარემ, ოთარ გაბელიამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
რას ამბობს გაბელია
ლამის ყოველ შესარჩევ ეტაპზე ესპანეთი ჩვენი მოწინააღმდეგეა, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში სუსტი მეტოქე აღარ არსებობს. არც თურქები და არც ბულგარელები, მითუმეტეს არც ჩემი ქვეყნის ნაკრები ფავორიტისთვის საჩუქარი არ იქნება.
იმ შემთხვევაში თუ მუნდიალზე გავალთ, ეს უდიდესი მოვლენა გახდება, ალბათ ყველაზე დიდი წარმატება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. საკლუბო დონეზე ჯერჯერობით ხელშესახები მიღწევები არ გვაქვს და ფეხბურთელებს საშუალება ექნებათ ქომაგებს იმაზე კიდევ უფრო მეტი სიხარული მიანიჭონ, ვიდრე გასულ წელს კონტინენტის პირველობაზე მოხვედრით მიანიჭეს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას საქართველოს ნაკრები 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს, იქამდე კი მარტში სომხებთან უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებს ჩაატარებს.