სანიოლი მუნდიალის შესარჩევზე: მარტივი ჯგუფი არ არის
დღეს, ციურიხში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული იქნებიან.
ჩვენი გუნდი მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელსაც Sporx-ი X-ზე ავრცელებს.
„მარტივი ჯგუფი არ არის. ეს რთული ჯგუფია თურქეთისთვის და სხვა გუნდებისთვის. კიდევ 5 თვე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ თვე გავიდა, ჯერ კიდევ ვფიქრობთ თურქეთთან მატჩზე, რომელიც ევრო 2024-ზე ჩავატარეთ. თურქეთს არაჩვეულებრივი მოთამაშეები და დიდებული მწვრთნელი ჰყავს. დღეს ვხედავთ, რომ პატარა გუნდებსაც კი შეუძლიათ შეუქმნან სიძნელეები ნებისმიერ გუნდს“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი, ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ. E ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირი სამს ქვეყანა - აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.