ესპანეთი VS ნიდერლანდები | საქართველოს მეტოქეები მუნდიალის შესარჩევში
Aa
Aa

ესპანეთი VS ნიდერლანდები | საქართველოს მეტოქეები მუნდიალის შესარჩევში

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა. ჩვენი მეტოქე ესპანეთსა და ნიდერლანებს შორის გამარჯვებული იქნება. გარდა ამისა, თურქეთსა და ბულგარეთს დავუპირისპირდებით.

E ჯგუფი

ესპანეთი-ნიდერლანებს შორის გამარჯვებული

თურქეთი

საქართველო

ბულგარეთი

წილისყრისას ნაკრებები 12 ჯგუფში გადანაწილდნენ, ექვსი ჯგუფი ხუთგუნდიანია, ასევე ექვსი - ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მუნდიალზე პირდაპირ გავა, 12 მეორეადგილოსანი ფლეი-ოფში ითამაშებს, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, რომლებიც შესარჩევ ციკლში პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ. ფლეი-ოფში ორი ეტაპია, ნახევარფინალი და ფინალი. ფინალში მოგების შემთხვევაში მუნდიალზე ითამაშებ.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს. ფლეი-ოფის შეხვედრები 2026 წლის მარტში გაიმართება.

A ჯგუფი: გერმანია/იტალია (მოგებული), სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ლუქსემბურგი

B ჯგუფი: შვეიცარია, შვედეთი, სლოვენია, კოსოვო

C ჯგუფი: პორტუგალია/დანია (წაგებული), საბერძნეთი, შოტლანდია, ბელარუსი

D ჯგუფი: საფრანგეთი/ხორვატია (მოგებული), უკრაინა, ისლანდია, აზერბაიჯანი

E ჯგუფი: ნიდერლანდები/ესპანეთი (მოგებული), თურქეთი, საქართველო, ბულგარეთი

F ჯგუფი: პორტუგალია/დანია (მოგებული), უნგრეთი, ირლანდია, სომხეთი

J ჯგუფი: ნიდერლანდები/ესპანეთი (წაგებული), პოლონეთი, ფინეთი, ლიეტუვა, მალტა

H ჯგუფი: ავსტრია, რუმინეთი, ბოსნია, კვიპროსი, სან მარინო

I ჯგუფი: გერმანია/იტალია (წაგებული), ნორვეგია, ისრაელი, ესტონეთი, მოლდოვა

J ჯგუფი: ბელგია, უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი

K ჯგუფი ინგლისი, სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, ანდორა

L ჯგუფი: საფრანგეთი/ხორვატია (წაგებული), ჩეხეთი, მონტენეგრო, ფარერები, გიბრალტარი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაზე ნადირობა მიმდინარეობს“ | კარლო ალვინო ხვიჩას ტრავმას გამოეხმაურა
„კვარაზე ნადირობა მიმდინარეობს“ | კარლო ალვინო ხვიჩას ტრავმას გამოეხმაურა