ილია თოფურია
Aa
Aa

„არსად არ მივდივარ“ - რას წერს ილია თოფურია

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დივიზიონის შეცვლას აპირებს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვემსუბუქ წონის საჩემპიონო ქამრის დათმობას არ აპირებს.

„სხვა წონაში გადასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მე მეკუთვნის და ამ თემაზე UFC-ისთვის ჯერ არ მიმიმართავს. შეწყვიტეთ ზეიმი, რადგან არსად წასვლას არ ვაპირებ. მე უკვე დავიპყარი ეს დივიზიონი და იმავეს გაკეთებას ვაპირებ შემდეგ წონაშიც“, – დაწერა თოფურიამ X-ზე.

მანამდე კი მან ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას თქვა:

მინდა, მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდე და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იანვარში ჩხუბობს და აპრილში ან მაისში ოქტაგონზე გასასვლელად მზად არ იქნება, მსურს, ნომერ პირველ პრეტენდენტთან ვიბრძოლო, რომელიც ჩარლზ ოლივეირაა“.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში, UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა. ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა ქართველმა ქამარი დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯამაჰალ ჰილი: ჩემთვის წლის მებრძოლი ილია თოფურიაა
ჯამაჰალ ჰილი: ჩემთვის წლის მებრძოლი ილია თოფურიაა