რიკელმე რამოსის დარწმუნებას ეცდება | შესაძლოა, ესპანელმა ბოკაში ითამაშოს
არგენტინული Tycsports-ის ცნობით, „ბოკა ხუნიორსს’’ 38 წლის ესპანელი ფეხბურთელის, სერხიო რამოსის დამატება სურს. არგენტინული კლუბი ტრანსფერის დახურვას 2025 წლის იანვარში ეცდება. კლუბის პრეზიდენტი ხუან რომან რიკელმე რამოსს დაურეკავს და ეცდება, რომ „ბოკაში’’ გადასვლაში დაარწმუნოს. რიკელმეს მცდელობის შემდეგ ნათელი გახდება გამოხატავს თუ არა ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკაში თამაშის სურვილს და რამდენად რეალური იქნება არგენტინული კლუბისთვის ამ სურვილის სისრულეში მოყვანა.
„ბოკა ხუნიორსის’’ მთავარი მწვრთნელი ფერნანდო გაგოა, რომელიც „რეალში’’ რამოსთან’’ ერთად თამაშობდა. გუნდის კაპიტანი მარკოს როხოა. ასევე, „ბოკაში’’ მეკარე სერხიო რომერო, გარი მედელი და ედინსონ კავანი თამაშობენ.
2025 წლის ზაფხულში „ბოკა’’ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები „ბაიერნი’’, „ოკლენდ სიტი’’ და „ბენფიკა’’ იქნებიან.
მადრიდის „რეალთან’’ ერთად ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული სერხიო რამოსი 7 თვეა უთამაშებელია, გასული სეზონის დასრულების შემდეგ „სევილია’’ დატოვა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია. 30 მარტს 39 წლის გახდება, თუმცა ასაკის მიუხედავად „ბოკაში'' რამოსის ეიმედებათ, რადგან ყოველთვის შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაში იყო.