მიქაუტაძე 81-ე წუთზე შევიდა და მომენტი ჰქონდა | ლიონმა აინტრახტს მოუგო
ევროპა ლიგის ლიგის რაუნდის მე-6 ტურში, „ლიონი“ საკუთარ კედლებში „აინტრახტს“ დაუპირისპირდა. გიორგი მიქაუტაძის გუნდმა მეტოქეს პირველი მარცხი აგემა და გერმანულ კლუბს 3:2 მოუგო.
მიქაუტაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა, როცა „ლიონი“ 3:1-ს იგებდა. გიორგის მომენტი ჰქონდა, მაგრამ რთული პოზიციიდან ზუსტად ვერ დაარტყა. ქართველი შემტევი „აინტრახტის“ კარს მეორედაც დაემუქრა, მაგრამ მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ.
მატჩს რაც შეეხება, სტუმრებმა კარგად დაიწყეს და მე-18 წუთზე, ანსგარ კნაუფის გოლით დაწინაურდნენ. „ლიონმა“ 27-ე წუთზე გაათანაბრა და თავი რაიან შერკიმ გამოიჩინა. 50-ე და 54-ე წუთებზე, ფრანგებმა ორი გოლი გაიტანეს. „ლიონი“ ჯერ მალიკ ფოფანამ დააწინაურა, შემდეგ კი „აინტრახტის“ კარი ერნესტ ნუამამ აიღო. მატჩის საბოლოო ანგარიში ომარ მარმუშმა, 85-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, „ლიონს“ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. ევროპა ლიგაზე, ფრანგები მომდევნო სეხვედრას 23 დეკემბერს, ჟოზე მოურინიოს „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავენ.