თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას ორმაგი დუბლი, კლაიბერნის სასწაული | ვირტუსმა ბასკონიას მოუგო

ევროლიგის მე-15 ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდა. იტალიელებმა საოცარი შეხვედრა მოიგეს და მატჩში 1 ქულით, 82:81 იმარჯვეს.

საფინალო სირენამდე 4.5 წამით ადრე, „ვირტუს ბოლონია“ 3 ქულით აგებდა. იტალიელთა ლიდერობა საკუთარ თავზე ვილ კლაიბერნმა აიღო, რომელმაც სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და მეტოქეს ჯარიმა მიაღებინა, რომელიც გამოიყენა და 4-ქულიანი შეტევა გააკეთა.

შეხვედრის MVP სწორედ კლაიბერნი გახდა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. შენგელიას ორმაგი დუბლი ჰქონდა - 16 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. თორნიკემ 13-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

15 თამაშის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 3 მოგება და 12 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილს იკავებს. იტალიელები ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს, „ოლიმპიაკოსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარაგერი გუარდიოლაზე: კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება არა აქვს
კარაგერი გუარდიოლაზე: კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება არა აქვს