„რონალდომ ოქროს ბურთი 90 წუთში მომპარა“ | რობერტო კარლოსი
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა 2002 წლის ოქროს ბურთზე ისაუბრა, რომელიც რონალდომ მოიგო. კარლოსის თქმით, „კიჭამ“ მას პრესტიჟული ჯილდო მოჰპარა და ამის გასაკეთებლად 90 წუთი დასჭირდა.
„რონალდოს ყოველთვის ვეუბნები, რომ ის ოქროს ბურთი, რომელიც 2002 წელს მოიგო, ჩემი იყო. მე მეკუთვნოდა და ჩემგან მოიპარა. გავიგე, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე, ფავორიტი ვიყავი და გამოვიდა, რომ ოქროს ბურთი 90 წუთში დავკარგე.
თუმცა, რომ დაფიქრდეთ, მცველისთვის მეორე ადგილი ცუდი არაა. პირიქით, ეს რაღაც დაუჯერებელი იყო. მხოლოდ ბეკენბაუერს, ზამერსა და კანავაროს მოუგიათ ეს ჯილდო. ასე რომ, მეორე ადგილი სიამაყის საფუძველი ნამდვილადაა“.
შეგახსენებთ, რომ 2002 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში რონალდომ 169 ქულა დააგროვა. კარლოსი მეორე ადგილზე 145 ქულით გავიდა, მესამე პოზიცია კი ოლივერ კანმა დაიკავა - 110 ქულა. „კიჭამ“ 2001/02 წლების სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 8 გოლი. ფინალში, მან გერმანიის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა.