ქველმოქმედებისთვის | გატუზომ 20 წლის შემდეგ წვერი პირველად გაიპარსა
ჯენარო გატუზო „ჰაიდუკის“ მთავარი მწვრთნელია და საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო. რამდენიმე კვირის წინ, იტალიელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, საქველმოქმედო ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა და სათანადო თანხის აგროვების შემთხვევაში, წვერი გაეპარსა.
„ვამაყობ, რომ ამ გამოწვევის მონაწილე ვარ. წვერი სრულად 20 წელია არ გამიპარსია, მაგრამ ამას საქველმოქმედო მიზნებისთვის სიამოვნებით გავაკეთებ. თუმცა, იცოდეთ, რომ მინიმუმ 10 000 ევროს შეგროვებაა საჭირო“, - განაცხადა გატუზომ ოქტომბერში.
საქველმოქმედო კამპანია რამდენიმე საათის წინ დასრულდა და საჭირო ოდენობის თანხაც შეგროვდა. გატუზოს სიტყვა არ გაუტეხია და გულშემატკივრების წინაშე წვერგაპარსული წარდგა, რის გამოც, საქებარი სიტყვები დაიმსახურა.
„ეს წვერი წლებია მაქვს, მაგრამ ზოგიერთი რაღაც გარეგნობაზე მნიშვნელოვანია. თუ ჩემი წვერის გაპარსვა განსხვავების შექმნაში დაგვეხმარება, ე.ი ეს ამად ღირდა“, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.