რევაზ დავითაძის წარმატება | ოქროსა და ვერცხლის მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე
ბაჰრეინში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა, რევაზ დავითაძემ, რომელიც 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის, წარმატებით იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში ოქროს, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა! დავითაძემ ატაცში 171 / 175 / 177 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმა!
რევაზ დავითაძემ აკვრაში დაძლეული 200 / 206 / 210 კილოგრამით მე-6 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.