პეპ გუარდიოლა, ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

კარაგერი გუარდიოლაზე: კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება არა აქვს

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, პეპ გუარდიოლაზე ილაპარაკა და თქვა, რომ მას კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება არა აქვს.

გუშინ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში სტუმრად „იუვენტუსთან“ დამარცხდა (0:2). „ქალაქელებს“ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვთ.

რა თქვა კარაგერმა:

„პეპი ფიქრობს: „რატომ მოვაწერე ხელი კონტრაქტს?“. შეუძლებელია იმის დაჯერება, რაც ხდება. ეს სერიოზული კრიზისია. დიდებულ მწვრთნელს და შესაძლოა ყველა დროის საუკეთესოს, ახლა ამ კითხვებზე პასუხი არა აქვს“.

„მან ბევრი რამ სცადა - სხვადასხვა სისტემა, მოთამაშეები სხვადასხვა პოზიციაზე და ასეთი დიდი მწვრთნელი ნამდვილად იტანჯება. ის ადრე მსგავს სიტუაციაში არასდროს ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს „მანჩესტერ სიტიმ“ პეპ გუარდიოლასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - კატალონიელი სპეციალისტი „ეტიჰადზე“ კიდევ ორი სეზონით დარჩება. რამდენიმე დღის წინ გუარდიოლამ ისიც თქვა, რომ „სიტის“ შემდეგ სხვა კლუბს აღარ გაწვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: “სიტის შემდეგ, სხვა კლუბს აღარ გავწვრთნი“
გუარდიოლა: “სიტის შემდეგ, სხვა კლუბს აღარ გავწვრთნი“