მბაპე ტრავმირებულია | რეალის ოფიციალური განცხადება
მადრიდის „რეალის“ ფრანგ ფორვარდს, კილიან მბაპეს ბარძაყის ტრავმა აქვს - ინფორმაცია ამის შესახებ სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კილიან მბაპეს მარცხენა ბარძაყის ტრავმა აქვს“, - აღნიშნულია კლუბის სამედიცინო სამსახურის განცხადებაში.
მადრიდული გამოცემა AS-ი წერს, რომ მბაპე დაახლოებით ათ დღეს იუქმებს და „სამეფო კლუბს“ 14 დეკემბერს „რაიოსთან“ მატჩში ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება კონტიტენტთაშორისო თასის ფინალს, რომელსაც „რეალი“ დოჰაში 18 დეკემბერს ითამაშებს, საუკეთესო შემთხვევაში მბაპე ამ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იქნება. ფინალში „რეალის“ მეტოქე მექსიკურ „პაჩუკასა“ და ეგვიპტურ „ალ-აჰლის“ შორის გამარჯვებული იქნება.
ცნობისთვის, მბაპემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ წინააღმდეგ მატჩში მოიგო და ის პირველივე ტაიმში როდრიგომ შეცვალა.