ველეს სარსფილდი
Aa
Aa

ინციდენტი ველეს სარსფილდში - ჩხუბი ფეხბურთელებსა და ფანებს შორის

არგენტინის თასის გათამაშების ფინალში „ველესი“ „სენტრალ კორდობასთან“ მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა, რამაც „სარსფილდის“ ფანების სერიოზული გაბრაზება გამოიწვია და ეს ყველაფერი მოგვიანებით სერიოზულ არეულობაში გადაიზარდა. წაგებით გაღიზიანებული გულშემატკივრები კლუბის წევრებს აგინებდნენ, რასაც სრულიად ლოგიკურად, იქ მსხდომი რამდენიმე ფეხბურთელის ოჯახის წევრი უარყოფითად შეხვდა და ამ ყველაფერს სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა „ველესის“ ორი ფეხბურთელი, არგენტინელი სანტიაგო კასერესი და სირიელი ჰალილ ელიასი, რომლებიც ტრიბუნაზე გადავიდნენ და ოჯახის წევრების დაცვა სცადეს, საბოლოოდ კი მათი მეუღლეები სერიოზულად დაშავებულები არიან და საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. სიტუაციის განმუხტვას კლუბის პრეზიდენტი ფაბიან ბერლანგა შეეცადა, მაგრამ ვერაფერი განაწყო.

შეგახსენებთ, რომ „ველეს სარსფილდი“ არგენტინის 10-გზის ჩემპიონია, ხოლო ყველაზე დიდ წარმატებას 1994 წელს მიაღწია, როდესაც ლიბერტადორესის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკო მადრიდული დერბის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა
ატლეტიკო მადრიდული დერბის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა