ინტერ მაიამის ვარსკვლავები ბაქოში - მესი აზერბაიჯანს ესტუმრა
ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგაში გამოცხადებულ შესვენებას ლიონელ მესი ნაყოფიერად იყენებს და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ვარსკვლავი გუშინ საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც სასტუმრო Baku Crystal Hall-ში შეხვედრები გამართა. „ელ მონგოლიკოსთან“ ერთად ბაქოში მისი თანაკლუბელები და მეგობრები, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბაც იმყოფებოდნენ.
ბუნებრივია, ღონისძიება „ინტერ მაიამის“ ხელმძღვანელობის დაგეგმილი იყო და ძალიან დიდი ალბათობით ამ ყველაფერმა ფლორიდულ კლუბს სერიოზული ფინანსური სარგებელიც მოუტანა. მაიამელებს MLS-ის პლეი ოფის პირველივე ეტაპზე საბა ლობჟანიძის „ატლანტასთან“ განცდილმა მარცხმა სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაყენა, რის ანაზღაურებასაც გუნდის ცნობილი სახეების მეშვეობით, საზღვარგარეთ ტურნეების მოწყობის ფარგლებში ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ მესი თბილისშიც არის ნამყოფი - 2015 წელს, ევროპის სუპერთასის მატჩში „ბარსელონა“ – „სევილია“ არგენტინელმა ვარსკვლავმა კარიერაში პირველად ერთ შეხვედრაში ორი ჯარიმა გაიტანა.