ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„ვნახოთ, რას შემომთავაზებენ“ - სტერლინგი წასვლას არ გამორიცხავს

მოვსარ ევლოევთან UFC 310-ზე განცდილი მარცხის შემდეგ, ალჯამეინ სტერლინგს სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია. ის რუს მებრძოლთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბრძოლის დასრულებისთანავე ბევრი თვლიდა, რომ ევლოევს გამარჯვება არ ეკუთვნოდა, მაგრამ მოგვიანებით თავად ალჯომ განაცხადა, რომ მეტოქეს ვერ გაუმკლავდა და მოვსარმა დამსახურებულად მოიგო. შეკითხვაზე, თუ რას აპირებს მომავალში, მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა მოკლე და არცთუ კონკრეტული პასუხი გასცა.

ალჯამეინ სტერლინგი

გავაგრძელებ თუ არა შერეულ ორთაბრძოლებში გამოსვლას? ახლა პირველ რიგში გონს მოსვლა მჭირდება. მიფიქრია კარიერის დასრულებაზეც, თუმცა ჯერ მხოლოდ 35 წლის ვარ და რატომ უნდა ვთქვა ბრძოლებზე უარი? ჩემს გონებაში ორი აზრი ერთმანეთს ებრძვის და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, როდესაც UFC-დან შემოთავაზება მექნება. დიახ, ვნახოთ, რას შემომთავაზებენ და ამის მერე ყველაფერი ზუსტად მეცოდინება.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგის დამარცხების შემდეგ, მოვსარ ევლოევზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა თქვა, რომ ეს მებრძოლი უკვე საჩემპიონო ჩხუბსა და შანსის მიცემას იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაანებეთ მერაბს თავი - სტერლინგმა დვალიშვილი დაიცვა
დაანებეთ მერაბს თავი - სტერლინგმა დვალიშვილი დაიცვა