მბაპეს მიმართ გამოძიება შეწყდა - პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა
სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის, კილიან მბაპეს წინააღმდეგ შვედეთში დაწყებული გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის პროკურატურა ავრცელებს.
რას ამბობენ უწყებაში:
„გამოძიების შედეგად დადგინდა პირი, რომელიც საფუძვლიანად იყო ეჭვმიტანილი გაუპატიურებაში და სექსუალური შევიწროების ორ შემთხვევაში.
თუმცა, ჩემი შეფასებით, გამოძიების გასაგრძელებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, ამიტომ საქმე დაიხურება. პირს დანაშაულის ჩადენაში ბრალი არ წარდგენია“.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი სტოკჰოლმში იმყოფებოდა, სადაც პაპარაცებმა ის ჯერ რესტორანში, შემდეგ კი ღამის კლუბში შენიშნეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციაში მბაპეს ქალმა უჩივლა და გაუპატიურებაში დასდო ბრალი, რასაც მბაპე „ფეიკს“ უწოდებდა.